საჯარო რეესტრის თავმჯდომარე მსოფლიო ბანკის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას

ორშაბათი, 08 აპრილი, 2013 - 12:19

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ეკა კერესელიძე და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ეკა მესხიძე მსოფლიო ბანკის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციას დაესწრებიან. წლევანდელი კონფერენციის თემაა „მიწის მმართველობის გამჭვირვალობისკენ სვლა და სამომავლო ნაბიჯები".

კონფერენციაზე, საჯარო რეესტრის საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ეკა მესხიძე წარადგენს მოხსენებას თემაზე „მიწის ინფორმაციის სანდოობა საქართველოში“. მონაწილეები ისეთ საკითხებზე იმსჯელებენ, როგორიცაა მიწაზე საკუთრების უფლების დაცვა, მიწათსარგებლობის გაუმჯობესება და კერძო სექტორის ჩართვის აუცილებლობა, ქალაქგეგმარების საკითხების მოწესრიგება და სხვ.

კონფერენცია „მიწა და სიღარიბე“, რომელიც 10 წელზე მეტია ყოველწლიურად იმართება, მიზნად ისახავს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მიწის მმართველობის უახლეს მიდგომებთან დაკავშირებით დიალოგის ხელშეწყობას ხელისუფლებასა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, აკადემიურ და ტექნიკურ ექსპერტებს შორის.

წლევანდელი კონფერენცია 8 აპრილს იწყება და 11 აპრილამდე გასტანს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.69
  • 3.17
  • 3.57
  • 0.05
  • 0.69
  • 1.58