Holiday Inn-ში საქართველო-სლოვაკეთის ბიზნესფორუმი მიმდინარეობს

ორშაბათი, 08 აპრილი, 2013 - 12:05

სასტუმრო  Holiday Inn-ში  საქართველო-სლოვაკეთის ბიზნესფორუმი  მიმდინარეობს.  ფორუმის  გახსნაში  მონაწილეობას  იღებენ  საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, სლოვაკეთის ვიცეპრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი მიროსლავ ლაიჩაკი, საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი კოვზანაძე და საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი გიორგი პერტაია.

ფორუმის ფარგლებში სს “საპარტნიორო ფონდი“-ს აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი კოვზანაძე და სლოვაკეთის ექსპორტ-იმპორტ ბანკის „EXIMBANKA”-ს წარმომადგენელი ხელს მოაწერენ ხელშეკრულებას საქართველოში ტურიზმის სექტორში ერთობლივი პროექტის განხორციელებაზე.

საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი გიორგი პერტაია დამსწრეებს ფორუმზე საქართველოს საინვესტიციო გარემოსა და შესაძლებლობებზე პრეზენტაციას წარუდგენს. პრეზენტაციებით წარდგებიან სლოვაკეთის ინვესტიციებისა და ვაჭრობის განვითარების სააგენტოს, საპარტნიორო ფონდისა და საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს წარმომადგენლები.

სლოვაკეთის ბიზნესდელეგაციის წევრები წარმოდგენილნი არიან ისეთი სექტორებიდან, როგორებიცაა ენერგეტიკა, ტურიზმი, ინფრასტრუქტურა და წარმოება.

ფორუმის ფორმატი შეხვედრებს ქართული და სლოვაკური ბიზნესის წარმომადგენლებს შორის ორმხრივ შეხვედრებს ითვალისწინებს. შეხვედრები ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებასა და გამოცდილების გაზიარებას. ბიზნესფორუმი საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს, სლოვაკეთის საპატიო საკონსულოს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს დამსაქამელთა ასოციაციის ორგანიზებით იმართება.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.71
  • 3.18
  • 3.58
  • 0.05
  • 0.68
  • 1.59