მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე დავით ნარმანია საქართველოს ახალ გამოწვევებზე ისაუბრებს

ორშაბათი, 08 აპრილი, 2013 - 11:37

ბაქოში მიმდინარე მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე დავით ნარმანია სიტყვით გამოვა და საქართველოს ახალ გამოწვევებზე ისაუბრებს. მინისტრი თავის გამოსვლაში საქართველოს, როგორც ევრაზიული ხიდის ახალ გამოწვევებზე,  ასევე, ქვეყანაში ვაჭრობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით არსებულ სიახლეებზე გაამახვილებს ყურადღებას.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი დღეს აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში გაიხსნა. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა გახსნა. ბაქოში მიმდინარე ღონისძიებაზე სახელმწიფო ლიდერები რეგიონის ქვეყნების ეკონომიკური ინტეგრაციის საკითხზე იმსჯელებენ და შეიმუშავებენ გეგმებს სამომავლო თანამშრომლობისთვის. აღნიშნულ თემაზე დისკუსია იანვარში დავოსში გამართულ ფორუმზე დაიწყო.

ფორუმში აზერბაიჯანის, ცენტრალური აზიისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მთავრობის წევრები, ასევე,საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლები იღებენ მონაწილეობას.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.69
  • 3.17
  • 3.57
  • 0.05
  • 0.69
  • 1.58