მიხეილ სააკაშვილი ბურსას რაიონში ქართული წარმოშობის თურქ მოქალაქეებს შეხვდა

, 07 აპრილი, 2013 - 23:00

თურქეთში ბურსას რაიონში საქართველოს პრეზიდენტი ეთნიკურად ქართული წარმოშობის ადგილობრივ მოქალაქეებს შეხვდა. მიხეილ სააკაშვილი სოფელ ჰაირში ორ ოჯახს ესტუმრა. პრეზიდენტთან შესახვედრად ადგილობრივი მოსახლეობაც იყო შეკრებილი.

საქართველოს პრეზიდენტს მათ გადასცეს წერილი, რომელშიც თურქეთში მცხოვრები ქართველები დეტალურად აღწერენ მათი გადმოსახლების ისტორიას აჭარის რეგიონის სოფელ მაჭახელადან 1887 წელს. წერილში აღნიშნულია, რომ ისინი თურქეთის სრულუფლებიანი მოქალაქეები არიან, თუმცა სურთ მჭიდრო კავშირი ისტორიულ სამშობლოსთან. ყველას, ვისაც შენარჩუნებული აქვს ქართული ენა და კულტურა, ქვეყნის პირველი პირი საქართველოს მოქალაქის სტატუსის მინიჭებას დაპირდა. ერთ-ერთი ოჯახის უფროსსა და მის მეუღლეს, ბასრი ილდირიმსა და მაქბულე ილდირიმს მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს მოქალაქეობა დღესვე მიანიჭა.

სოფელი ჰაირი ქართველებმა 120 წლის წინათ დააარსეს. ამ პერიოდის განმავლობაში მათ შემოინახეს მშობლიური ენა, რომელზეც სოფლის თითოეული მკვიდრი თავისუფლად ლაპარაკობს.

მათთან შეხვედრის შემდეგ ბურსას რაიონის ქალაქ ინეგულში პრეზიდენტმა კიდევ ერთი შეხვედრა გამართა ქართული წარმოშობის თურქ მოქალაქეებთან. ქვეყნის პირველმა პირმა მათ სიტყვით მიმართა და ქართველობის შენარჩუნების მნიშვნელობაზე ესაუბრა. გამოსვლისას, მიხეილ სააკაშვილმა ყურადღება თურქეთ-საქართველოს მეგობრულ ურთიერთობაზე გაამახვილა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გიჟია , ხალხო, რას აპიარებთ? - კობა დავითაშვილი აჰა, ქოცებო აკომენტირეთ ეს როგორც გინდათ - მიხეილ სააკაშვილი ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.45
  • 2.87
  • 3.27
  • 0.04
  • 0.51
  • 1.45