7 აპრილი პარტია „თეთრების“ დაბადების დღეა

, 07 აპრილი, 2013 - 22:24

ზუსტად ოთხი წლის წინ, ხარება დღეს, ახალმა პოლიტიკურმა მოძრაობამ სახელწოდებით „თეთრები“პირველი საპროგრამო განაცხადი გააკეთა. პარტია ულოცავს თავის 5000 წევრსა და მხარდამჭერს ამ ღირსშესანიშნავ თარიღს. სპეციალურად ამ დღისთვის გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია:

"7 აპრილს, ხარებას – ოთხი წელი გავიდა პარტია „თეთრი მოძრაობა“ (თეთრები) დამფუძნებელთა პირველი პოლიტიკური განაცხადიდან.

ჩვენი მთავარი პრინციპი იყო და რჩება: საქართველო გარედან მართვადი ხელისუფლების გარეშე.

ჩვენ ვთვლიდით და ვთვლით, რომ საქართველოს მომავალი კონვერგენციის თეორიაშია: კაპიტალიზმის მთვარი მონაპოვრის – კონკურენცია და ევროპული სოციალიზმის მთავარი მონაპოვრის – დაცული ადამიანი, შერწყმაშია.

ჩვენ ვთვლიდით და ვთვლით, რომ ხელისუფლების მთვარი ფუნქციაა კონკურენტული გარემოს შექმნა, ანუ ნიჭის ძალაუფლების სახელმწიფოს შექმნა.

ჩვენ ვთვლიდით და ვთვლით, რომ დღეს ქართული პოლიტიკისათვის მთავარია მისი განთავისუფლება ემოციისაგან და პოლიტიკაში გონის დაბრუნება.

ოთხი წლის განმავლობაში ჩვენ შევქმენით სამი მთავარი დოკუმენტი, რომელთა გარეშე მსოფლიოში არ არსებობს და არც შეიძლება არსებობდეს პოლიტიკური პარტია:

პირველი - გვაქვს არსებული მდგომარეობის დეტალური მეცნიერული ანალიზი

მეორე - გვაქვს ქვეყნის ინტელექტუალური, ადამიანური, გეოგრაფიული პოტენციალის, ბუნებრივი რესურსების მეცნიერული კვლევა

მესამე – გვაქვს ძლიერი სახელმწიფოს შექმნის პროგრამა, ანუ ვიცით, როგორ შეიძლება დღევანდელ რეალურ მდგომარეობაში მყოფი ხალხი და ქვეყანა – ამ პოტენციალისა და რესურსების გამოყენებით ვაქციოთ ძლიერ ეროვნულ სახელმწიფოდ.

ჩვენ ვიყავით მომავლის საქართველოზე ორიენტირებული, დიდი პოლიტიკური პროცესების სათავეებთან:

ეროვნული ყრილობა

წარმომადგენლობითი სახალხო კრება

სამართლიანობის მანიფესტი – „ღირსების ულტიმატუმი“

ხალხი ასამართლებს ხელისუფლებას

პრეზიდენტის იმპიჩმენტი

თავისუფალი აზრის სახლი

ქართულ-ოსური მისია

მხილების მუზეუმი

ერთი წლის წინ, 2012 წლის 7 აპრილს, დამფუძნებელთა კონგრესსა, ხოლო 7 ივლისს პარტიის კონგრესზე მიღებულ იქნა ჩვენი ფუძემდებლური დოკუმენტები, სახელწოდებით „ჩვენ თეთრები“ – პოზიცია ...“

დღეს პარტიას ახალ რეალობაში უწევს მოღვაწეობა. ამასთან დაკავშირებით 2013 წლის 11 აპრილს, პრაქტიკულად პირველი პოლიტიკური განაცხადიდან ოთხი და პარტიის დაფუძნებიდან ერთი წლის თავზე „თეთრების“ პოლიტიკური საბჭო გააკეთებს ახალ პოლიტიკურ განაცხადს", - ნათქვამია "თეთრების" პრესცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გიჟია , ხალხო, რას აპიარებთ? - კობა დავითაშვილი აჰა, ქოცებო აკომენტირეთ ეს როგორც გინდათ - მიხეილ სააკაშვილი ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.47
  • 2.9
  • 3.31
  • 0.04
  • 0.53
  • 1.46