დავით უსუფაშვილი ოფიციალური ვიზიტით პოლონეთს ეწვევა

, 07 აპრილი, 2013 - 21:47

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, 8-10 აპრილს ოფიციალური ვიზიტით პოლონეთის რესპუბლიკას ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ვარშავაში პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ბრონისლავ კომოროვსკის, სენატის თავმჯდომარეს, ბოგდან ბორუსევიჩს და სეიმის თავმჯდომარეს, ევა კოპაჩის შეხვდება. ასევე დაგეგმილია შეხვედრები საპარლამენტო უმრავლესობის და უმცირესობის წარმომადგენლებთან და პოლონეთი-საქართველოს მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფთან. შეხვედრები გაიმართება აგრეთვე პოლონეთის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

ვარშავაში ვიზიტისას პარლამენტის თავმჯდომარე უცნობი ჯარისკაცის საფლავს გვირგვინით შეამკობს და პოლონეთის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის სტუდენტებსაც შეხვდება.

პოლონეთის რესპუბლიკას ოფიციალური ვიზიტით პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად პარლამენტის წევრები თედო ჯაფარიძე, გიორგი ვოლსკი, ეკა ბესელია, თინათინ ბოკუჩავა ეწვევა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.71
  • 3.18
  • 3.58
  • 0.05
  • 0.68
  • 1.59