9 აპრილი არა გლოვის დღედ, არამედ დამოუკიდებლობის და გამარჯვების დღედ უნდა აღინიშნოს - ნიკოლოზ მჟავანაძე

, 07 აპრილი, 2013 - 21:31

"უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარის ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, 9 აპრილი არა როგორც გლოვის დღედ, არამედ დამოუკიდებლობისა და გამარჯვების დღედ უნდა აღინიშნოს, რადგან, მისივე თქმით, 9 აპრილს დაღუპული გმირების საპატივცემულოდ, 9 აპრილსვე საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ გამოაცხადდა დამოუკიდებლობის აღდგენა. ამის შესახებ "უფლებადამცველთა გაერთიანების თავმჯდომარემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"1991 წლის 31 მარტს რეფერენდუმში სქართველოს მოსახლეობამ ხმა მისცა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას და 9 აპრილს დაღუპული გმირების საპატივცემულოდ, 9 აპრილსვე ზვიად გამსახურდიამ გამოაცხადდა დამოუკიდებლობის აღდგენა. 22 წელია საქართველო 9 აპრილს აღნიშნავს არა როგორც დამოუკიდებლობის დღედ, არამედ სამშობლოსათვის დაღუპულთა მოგონების დღედ. ერთხელ და სამუდამოდ ისტორიის გაყალბება უნდა დასრულდეს. საქართველოს კონსტიტუციითაც კი აღიარებულია ის, რომ 9 აპრილი დამოუკიდებლობის დღეა. კონსტიტუციის პირველ მუხლში ხაზგასმულია:

"საქართველო არის დამოუკიდებელი, ერთიანი და განუყოფელი სახელმწიფო, რაც დადასტურებულია 1991 წლის 31 მარტს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის აფხაზეთის ასსრ-ში და ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში ჩატარებული რეფერენდუმით და 1991 წლის 9 აპრილის საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტით.’’

აქედან გამომდინარე, საქართველომ 9 აპრილს, რა თქმა უნდა, პატივი მიაგოს დაღუპული გმირების ხსოვნას, მაგრამ ასევე სათანადოდ უნდა აღინიშნოს ის გამარჯვება, რომელიც ქვეყნის დამოუკიდებლობით დასრულდა. 9 აპრილს დაღვრილმა სისხლმა არამარტო საქართველოს, არამედ პოსტსაბჭოური ქვეყნებიც გაანთავისუფლა იმპერიის მარწუხებიდან. 24 წლის მანძილზე საქართველოში ბევრი სისხლი დაიღვარა და მხოლოდ 9 აპრილს დაღვრილმა სისხლმა მოიტანა საბოლოო შედეგი", - განაცხადა ნიკოლოზ მჟავანაძემ.

"უფლებადამცველთა გაერთიანება’’ თვლის, რომ როცა ქვეყანა წლების განმავლობაში 9 აპრილს მხოლოდ როგორც გლოვის დღედ აღნიშნავს, ეს, პირველ რიგში, იმ დაღუპული გმირების შეურაცხყოფაა, ვინც თავიანთი სიცოცხლე დამოუკიდებლობას შესწირა.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.7
  • 3.18
  • 3.57
  • 0.05
  • 0.7
  • 1.59