თეა თუთბერიძე სოზარ სუბარის განცხადებას პასუხობს

შაბათი, 06 აპრილი, 2013 - 19:35

თავისუფლებისა და დემოკრატიის განვითარების ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორის თეა თუთბერიძის განცხადებით, სასჯელ-აღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა, სოზარ სუბარმა, გენერალ გიორგი კალანდაძის გუშინდელი განცხადებების საპასუხოდ, დღეს, აბსოლუტურად უპასუხისმგებლო, დემაგოგიური, ცილისმწამებლური, საზოგადოების შეცდომაში შემყვანი, ზედაპირული და რაც მთავარია არაკომპეტენტური განცხადება გააკეთა.

თეა თუთბერიძე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს სოზარ სუბარს მიმართავს; 

"ბატონო სოზარ, თქვენ არ ხართ არც მოსამართლე, არც იუსტიციის მინისტრი, არც მთავარი პროკურორი, არც პროკურორი, არც გამომძიებელი და საერთოდ არ გაგაჩნიათ იურიდიული განათლებაც კი. ის ბრალდებები, რაც დღეს ბაჩო ახალაიას აქვს წაყენებული, მთლიანად მოკლებულია ყოველგვარ სამართლებრივ საფუძვლებს. დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლები, და მათ შორის თქვენც, დაკავებულები იყავით, და ხართ დღემდე, ბაჩო ახალაიას დისკრედიტაციით, საზოგადოების შეცდომაში შეყვანით, ავრცელებდით და ავრცელებთ ჭორებს და ისტერიულად ცდილობთ იმ საზოგადოებრივი აზრის შენარჩუნებას, რომელიც წლების განმავლობაში თქვენ და თქვენაირებმა შექმნეს ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ.

გაუგებარია, საიდან გაქვთ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს ინფორმაცია, თუ რა „ფაქტები არ გამომზეურებულა“, რომელიც მომავალში „გამომზეურდება“.

იქნებ განუმარტოთ საზოგადოებას, კონკრეტულად რაზე საუბრობთ, რომელმა საგამოძიებო უწყებამ მოგაწოდათ მსგავსი ინფორმაციები და რომელ კომპეტენტურ წყაროზე დაყრდნობით აკეთებთ, წინასწარ, საჯარო განცხადებებს სავარაუდო სისხლის სამართლის დანაშაულებებზე", - ნათქვამია თუთბერიძის მიმართვაში. 

გუშინ გადაცემა "პოზიციაში" გიორგი კალანდაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას სასჯელაღსრულების მინისტრი სოზარ სუბარი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ  ბაჩო ახალაიას მიმართ წაყენებული ბრალდებები დასაბუთებულია და ძალიან მალე სასამართლოზე დამტკიცდება ყველას ბრალი. ასევე, მინისტრმა განაცხადა, რომ ძალიან ბევრი ფაქტი, რომელიც ჯერ კიდევ არ არის გამომზიურებული, მომავალში გამომზეურდება. 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.44
  • 3
  • 3.43
  • 0.04
  • 0.6
  • 1.44