კონსტიტუციის 42-ე მუხლი სოზარ სუბარს და უჩა ნანუაშვილს მიმართავს, დაინტერესდნენ რამაზ ასლანიშვილის მდგომარეობით

შაბათი, 06 აპრილი, 2013 - 15:25

კონსტიტუციის 42-ე მუხლი სასჯელ-აღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრს სოზარ სუბარს და სახალხო დამცველს უჩა ნანუაშვილს მიმართავს და მოუწოდებს, პატიმრის რამაზ ასლანიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინტერესდნენ.

ორგანიზაციის განცხადებით, მსჯავრდებულს 2013 წლის 19 თებერვალს უროლოგიის ეროვნულ ცენტრში გამოკვლევა ჩაუტარდა. ამავე კლინიკაში მას დაუნიშნეს მედიკამენტებით მკურნალობის კურსი, რომელიც ასლანიშვილს სასჯელაღსრულების N18 მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში არ ჩატარებია.

ვინაიდან, მსჯავრდებულს  N18 სამკურნალო დაწესებულებაში შესაბამისი მედიკამენტოზური და ადექვატური მკურნალობა არ უტარდებოდა, მან 2013 წლის 13 მარტს უარი განაცხადა მითითებულ დაწესებულებაში დარჩენაზე, რის გამოც იგი დაბრუნებული იქნა ქ. რუსთავის სასჯელაღსრულების N16 ნახევრად ღია და დახურული ტიპის დაწესებულიებაში.

სასჯელაღსრულების N16 ნახევრად ღია და დახურული ტიპის დაწესებულიებაში განთავსებული პატიმარი რამაზ ასლანიშვილი კონსტიტუციის 42-ე მუხლის ადვოკატებმა მოინახულა. როგორც აღმოჩნდა, ორგანიზაციის განცხადებით,  მსჯავრდებული მძიმე მდგომარეობაში იმყოფება და გადაადგილდება მხოლოდ ორი დამხმარე პირის მეშვეობით. მსჯავრდებული ყველა მის დაავადებაზე ადეკვატური მკურნალობის ჩატარებას შესაბამის სამკურნალო დაწესებულებაში, ასევე, 2013 წლის 03 აპრილს შპს აკად. ო.ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის მიერ გაცემული ცნობის შესაბამისად თირკმელში სტენტის ჩადგმას ითხოვს.

ამჟამად ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრად დამძიმების გამო, პატიმარი ასლანიშვილი კვლავ აკად. ო.ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში არის გადაყვანილი.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.7
  • 3.18
  • 3.57
  • 0.05
  • 0.7
  • 1.59