ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი ქართველი ხალხის წინაშე, აუცილებლად აგებს პასუხს - კახა კალაძე

შაბათი, 06 აპრილი, 2013 - 18:19

ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა კახა კალაძემ, გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსის, გენერალ გიორგი კალანდაძის მიერ გუშინ "რუსთავი 2"-ის გადაცემა "პოზიციაში" საუბრისას გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა.

მისი განცხადებით, ყველა ის, ვინც დამნაშავეა ქვეყნის წინაშე, პასუხს აგებს მისი თანამდებობისა და ლეგალიების მიუხედავად.

„დღეს სასამართლო არ არსებობს ქვეყანაში არსებობს გარკვეული პრობლემები და ძალიან ბევრი კითხვაა საზოგადოებაში სასამართლოსთან მიმართებაში. ყველა ის ადამიანი, ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი ქართველი ხალხის წინაშე, აუცილებლად აგებს პასუხს, არა აქვს მნიშვნელობა, ეს იქნება კალანდაძე, მერაბიშვილი, სააკაშვილი თუ უგულავა“, - განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი კალანდაძის განცხადებით, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ დაკავებამდე დაიბარა და ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ჩვენების მიცემა მოსთხოვა. ამის შესახებ კალანდაძემ "რუსთავი 2"-ის გადაცემა "პოზიციაში" საუბრისას განაცხადა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.7
  • 3.18
  • 3.57
  • 0.05
  • 0.7
  • 1.59