პუტინი პენსიაზე გასვლის შემდეგ, ლიტერატურის და სამართლის სფეროში აპირებს მოღვაწეობას

შაბათი, 06 აპრილი, 2013 - 17:58

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი პენსიაში გასვლის შემდეგ ლიტერატურის, სამართლის, სოციალური და სპორტული პროექტების განხორციელებას გეგმავს. ამის შესახებ პრეზიდენტმა განცხადება გერმანულ ტელეკომპანია  ARD-თან ინტერვიუში გააკეთა, რომლის რუსული თარგმანიც კრემლის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

ინტერვიუს ბოლოს გერმანელმა ჟურნალისტმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ რუსი ლიდერი უკვე მრავალი წელია მართავს სახელმწიფოს, და აპირებს თუ არა კიდევ დიდხანს დარჩეს ხელისუფლებაში, პუტინმა უპასუხა, რომ  „ყველა ნორმალური ადამიანი ყოველთვის ეძებს ახალ ჰორიზონტებს, თუმცა მე დიდი ხანი აღარ დავრჩები პოლიტიკაში“.

სავარაუდოდ როდის აპირებს ხელისუფლების უმაღლესი ეშელონების დატოვებას, პუტინს არ დაუკონკრეტებია, თუმცა, აღნიშნა, რომ მომავალშიც არ აპირებს ჩამოშორდეს აქტიურ ცხოვრებას და განზრახვა, იმუშაოს ლიტერატურის და სამართლის თემებზე იმით ახსნა, რომ ძალიან უყვარს ეს სფეროები და თვლის, რომ „სახელმწიფოს სჭირდება მისი არაკონკრეტული მითითებები“.

პუტინის ინტერვიუ გერმანულ ტელევიზიასთან შედგა მისი გერმანიაში დაგეგმილი ვიზიტის წინ, რომელიც 7- 8 აპრილს შედგება. ინტერვიუში პუტინი შეეხო საკითხების ფართო სპექტრს, მათ შორის, უცხოური არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობას რუსეთში და რუსული ოპოზიციის საქმაინობას.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.71
  • 3.19
  • 3.59
  • 0.05
  • 0.68
  • 1.6