ჰოლანდიიდან ჩამოსული ექსპერტები ხუდონჰესის მშენებლობაზე დასკვნას მოამზადებენ

შაბათი, 06 აპრილი, 2013 - 16:25

ჰოლანდიიდან ჩამოსული ექსპერტები ხუდონჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით დასკვნას  მოამზადებენ. საერთაშორისო ექსპერტები დასკვნაში ასახავენ, თუ რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ენგურჰესის სიახლოვეს ახალი ჰესის, ხუდონჰესის აშენებას.

ექსპერტებმა დღეს მოინახულეს ენგურჰესის კაშხალი და მისი მიმდებარე ტერიტორიები, შეხვდნენ ენგურჰესის ხელმძღვანელობას და დირექტორთა საბჭოს. ამ წუთებში ისინი ხაიშის მოსახლეობას ხვდებიან.

ექსპერტთა ჯგუფის წევრები მოგვიანებით მესტიაში გაემგზავრებიან. კვლევის პირველ შედეგებს ისინი ოთხშაბათს გარემოს დაცვის სამინისტროს წარუდგენენ.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.7
  • 3.18
  • 3.57
  • 0.05
  • 0.7
  • 1.59