TBILISI FASHION WEEK-ზე აკრედიტაცია დაიწყო

შაბათი, 06 აპრილი, 2013 - 16:12

ჟურნალისტებს, ბლოგერებსა და ფოტოგრაფებს აკრედიტაციის მიღების შემდეგ თბილისის მოდის კვირეულზე დასწრების შესაძლებლობა ექნებათ. მათ უნდა შეავსონ აკრედიტაციის ფორმა, რომელიც ცალკე ფოტოგრაფებისათვის, ცალკე ჟურნალისტებისა და ბლოგერებისათვისაა. აკრედიტაციის ფორმის შევსება მისი მიღების გარანტი არ არის. მათ, ვინც აკრედიტაციის ფორმას შეავსებს, ელექტრონული შეტყობინებით შეიტყობენ, თუ როდის და სად უნდა აიღონ აკრედიტაცია. რაც შეეხება ტელეოპერატორს, აკრედიტაცია საჭირო არ არის, რადგან აკრედიტებული ჟურნალისტი დაიშვება ღონისძიებაზე ოპერატორთან ერთად და შესაბამისი აპარატურით. მსურველთა აკრედიტაცია 15 აპრილამდე გასტანს. მითითებულ ბმულზე მსურველები აკრედიტაციის ფორმის შევსებას შეძლებთ. ორი სხვადასხვა ბმულიდან, შესავსებად აკრედიტაციის ის ფორმა უნდა აირჩიოთ, რომელიც თქვენს პროფესიას შეესაბამება. http://www.tbilisifashionweek.com/index.php?id=1348673982&all=1353137281

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.43
  • 3
  • 3.45
  • 0.04
  • 0.59
  • 1.43