7 აპრილის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

შაბათი, 06 აპრილი, 2013 - 23:58

ვერძი - დღეს იქნებით  დიდი ენთუზიაზმით აღსავსენი. მოზღვავებული ენერგია გამოიყენეთ თქვენი გეგმების განსახორციელებლად. არ გაწყენთ მეგობრების რჩევების გათვალისწინება.

კურო - დღეს თქვენ თითოეულ სიტყვას დაიჯერებენ, ამიტომ დაუფიქრდით, რას იტყვით, მომავალში საბოდიშოდ არ გაიხადოთ საქმე.

ტყუპები - დღეს ეცადეთ დაისვენოთ და დრო სასიამოვნოდ გაატაროთ. სერიოზული გადაწყვეტილებები არ მიიღოთ.

კირჩხიბი - დღეს თქვენთვის ცოტა რთული დღე იქნება. ეცადეთ სერიოზული საქმეები ხვალისთვის გადადოთ.

ლომი - დღეს ეცადეთ ნაკლებად გააკეთოთ მკვეთრი განცხადებები და თავი შეიკავეთ სხვისი საქმეების გარჩევისგან.

ქალწული - დღეს წარმატებული  დღე გექნებათ. ეცადეთ ეს დღე ჭკვიანურად გამოიყენეთ, რადგან ასეთ შანსი ხშირად არ გექნებათ.

სასწორი - დღეს ეცადეთ, იყოთ ტაქტიანები, ნუ იქნებით ზედმეტად კრიტიკულები, რადგან ეს თქვენ შეგიქმნით დისკომფორტს.

მორიელი - ნუ მიეცემით დეპრესიას და უიმედობას, ყველაფერი მალე გამოსწორდება.

მშვილდოსანი - ნუ იქნებით ზედნეტად ამბიციურები და ნუ გაუსწრებთ მოვლენებს წინ.

თხის რქა - შეიძლება ბევრი რამეს ჩაეძიოთ, მაგრამ ეცადეთ, უმნიშვნელო დეტალებს არ გამოეკიდოთ.

მერწყული - ნუ იჩქარებთ გადაწყვეტილების მიღებას, დაუკვირდით ყველაფერს და კარგად აწონ-დაწონეთ.

თევზები - ძლიერმა შეგრძნებებმა შეიძლება დაჩრდილოს თქვენი ნათელი თვალები. დღეს ეცადეთ ყურადღება არ მოადუნოთ.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.71
  • 3.19
  • 3.59
  • 0.05
  • 0.68
  • 1.6