ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით საპატიმროებს 48 მსჯავრდებული დატოვებს

შაბათი, 06 აპრილი, 2013 - 16:00

ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით დღეს სასჯელაღსრულების დაწესებულებებს 48 მსჯავრდებული, მათ შორის, 5 მძიმე ავადმყოფი და 5 ქალბატონი დატოვებს.  გადაწყვეტილება ამის შესახებ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს პირობით ვადამდე გათავისუფლების მუდმივმოქმედმა კომისიამ დღვანდელ სხდომზე მიიღო.

სხდომის მონაწილეებმა 300-მდე მსჯავრდებულის საქმე განიხილეს, რომელთაც პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების მიერ უარი ეთქვათ.

ვადამდე ადრე გათავისუფლებისასა პრიორიტეტი მიენიჭათ პირებს, რომლებიც ადმინისტრაციის მხრიდან ხასიათდებიან დადებითად და სასჯელის სრულ მოხდამდე დარჩენილი აქვთ 6-თვემდე. ამასთანავე, ინდივიდუალურად შეფასდა მსჯავრდებულის მხრიდან დანაშაულის განმეორებით ჩადენის რისკები.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.47
  • 3.03
  • 3.43
  • 0.04
  • 0.65
  • 1.45