19 აპრილის აქციას სტუდენტური ორგანიზაციებიც უერთდებიან

შაბათი, 06 აპრილი, 2013 - 16:08

სტუდენტური ორგანიზაციები „სტუდენტური ლიბერალური საზოგადიებისთვის“ და „ახალგაზრდები მომავლისთვის“ 19 აპრილის აქციას შეუერთდებიან. ამის შესახებ დღეს „პრაიმტაიმის“ პრესკლუბში ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა მარიამ ვერძულმა და მათე მართაშვილმა განაცხადეს.

მათი განცხადებით, ისინი მზად არიან შეურთდნენ 19 აპრილის საზოგადოებრივ მსვლელობას და მხარდაჭერა გამოუცხადონ საქართველოს იმ დემოკრატიულ და დასავლურ არჩევანს, რომელსაც შეიძლება საფრთხე დაემუქროს.

„იქიდან გამომდინარე, რომ ახალი ხელისუფლება უკვე სახიფათო ნაბიჯებს დგამს ახალგაზრდებთან მიმართებაში, აუცილებლად მიგვაჩნია, რომ ჩვენი პოზიცია დავაფიქსიროთ და მოვუწოდოთ ხელისუფლებას, ნუ გადადგამს ისეთ ნაბიჯებს, რომელიც ხელს უშლის სახელმწიფოს დემოკრატიულ განვითარებას“, -  განაცხადეს ორგანიზაციის ხელმძღვანელებმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიას უნივერსიტეტის, აგრარული და თავისუფალი უნივერსიტეტების, ქართულ-ამერიკული და სოხუმის უნივერსიტეტების სტუდენტების ნაწილი "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაგეგმილ 19 აპრილის აქციას უერთდება.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.71
  • 3.19
  • 3.59
  • 0.05
  • 0.68
  • 1.6