აუცილებელია პროცესები წავიდეს დეოკუპაციის და არა მცოცავი ანექსიის მიმართულებით - გიორგი თევზაძე

შაბათი, 06 აპრილი, 2013 - 15:52

ყურადსაღებია საზოგადოების იმ ნაწილის აღშფოთება, რომელმაც პრეტენზია გამოთქვა ქართული ცეკვის ანსამბლებისა და თეატრალური დასების გახშირებულ ვიზიტებზე რუსეთის ფედერაციაში, მაშინ როდესაც  ამ პროცესების პარალელურად რუსეთის საოკუპაციო ჯარის მიერ გრძელდება მცოცავი ანექსია, - ამის შესახებ უფლებადამცველი და არასამთავარობო ორგანიზაციათა კოალიციის ”თქვენი უფლებებისათვის” სპიკერი, გიორგი თევზაძე სოფელ ჯარიაშენში რუსეთის საოკუპაციო ჯარის წარმომადგენლების მიერ ქართული მიწების მიტაცებასთან დაკავშირებით გავრცელებულ საგანგებო განცხადებაში საუბრობს.

თევზაძის თქმით, არაფერია საპრეტენზიო ზოგადად კულტურული და სხვა ურთიერთობების აღდგენასთან დაკავშირებით და  მისასალმებელიც კი არის, თუმცა აცხადებს, რომ ეს უნდა იყოს თანმიმდევრული პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი, კონკრეტული ფაქტების ანალიზი კი ამ დასკვნის საშუალებას არ იძლევა. 

გიორგი თევზაძის  განცხადებაში აღნიშნულია, რომ სოფელ ჯარიაშენში რუსმა საოკუპაციო ჯარის წარმომადგენლებმა არ დაუშვეს ადგილობრივი ქართველი მაცხოვრებლები თავისივე კუთვნილ სავარგულებში სამეურნეო სამუშაოების ჩასატარებლად და როგორც გაირკვა, ადმინისტრაციული საზღვრები კიდევ ერთხელ გადმოწიეს და ოკუპაციის საზღვრები გაზარდეს, რომლის შედეგად საოკუპაციო ტერიტორიაზე აღმოჩნდა ამ მომენტამდე ქართველი მაცხოვრებლების კუთვნილი მიწები.

გიორგი თევზაძის განცხადებით, ეს პროცესები არათანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია. უფლებადამცველი განცხადებაში აღნიშნავს, რომ კონკრეტული და მსგავს ინიციდენტებზე აუცილებელია ხელისუფლების მხრიდან მყისიერი და კომპლექსური რეაგირება, ამ რეაგირების ფარგლებში საერთაშორისო საზოიგადოების ჩართულობის უზრუნველყოფა, რათა კონკრეტულ შემთხვევაში და შემდგომშიც აღკვეთილი იქნას ყველა მსგავსი ინციდენტი, ასევე დაცული იქნას ადგილობრივი მაცხოვრებლების საკუთრება და კანონიერი უფლებები.

"ვიმედოვნებთ, რომ ხელისუფლების შესაბამისი უწყებების მხრიდან ოპერატიულად განხორციელდება ადეკვატური რეაგირების ღონისძიებები. რადგან აუცილებელია პროცესები წავიდეს, საერთაშორისო ორგანიზაციების აქტიური ჩართულობითა და მონიტოირნგის ქვეშ დეოკუპაციის და არა მცოცავი ანექსიის მიმართულებით". - აცხადებს უფლებადამცველი.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.47
  • 3.03
  • 3.43
  • 0.04
  • 0.65
  • 1.45