ზაზა გაბუნია დიდუბეში, აგლაძის ქუჩის მოსახლეობის პრობლემებს გაეცნო

შაბათი, 06 აპრილი, 2013 - 15:59

თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ზაზა გაბუნია დიდუბის რაიონში, აგლაძის ქუჩაზე მცხოვრებ მოქალაქეებს შეხვდა და მათ პრობლემები მოისმინა.

მოსახლეობას ეკოლოგიური და საყოფაცხოვრებო პრობლემები აწუხებს, რომლის მიზეზი საცხოვრებელი კორპუსის ქვეშ განლაგებული ვულკანიზაციებია.

შეხვდერის დროს მოსახლეობას და ვულკანიზაციების წარმომადგენლებს შორის მცირე შელაპარაკება გაიმართა.

ზაზა გაბუნია მიიჩნევს, იმისთვის რომ მსგავსი კონფლიქტური სიტუაცია აცილებული იქნას, საჭიროა ყველა მხარის ინტერესის გათვალისწინება და დაცვა.

“არ შეიძლება ეს პრობლემა დაუსრულებლად გაგრძელდეს და მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდის დროს დაპირებებით კვებონ ილუზიებით მოსახლეობა. საჭიროა დაცული იქნას მოსახლეობის მნიშვნელოვანი უფლებები და ამავდროულად იმ ადამიანების ინტერესებიც, რომელთათვისაც ეს საქმე ოჯახების გამოკვების საშუალებაა”, - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

ზაზა გაბუნიას თქმით, ის საკრებულოში დიდუბის რაიონის გამგებელს მხარეებთან ერთად მოიწვევს და შეეცდებიან კომპრომისის და მხარეების ინტერესების გათვალისწინების გზით პრობლემის გადაჭრას.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

როცა ბოროტი რეჟიმი ინგრევა, კაცი ამ ბოროტებას სწორედ მაშინ არ უნდა წაეშველოს. თან, მთელი 20 000 ლარით - ირმა ინაშვილი მამუკა ბახტაძეზე ძალიან სამარცხვინოა - მერაბ მეტრეველი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე ბიძინას ტვინის ვისაც გჯერათ, მერე მელაპარაკეთ, სასიძოს პრემიერად რომ წარადგენს - ნიკა გვარამია არ მგონია მასზე ხელის შეწმენდა სამართლიანი იყოს - კობა დავითაშვილი პრემიერ-მინისტრის გადადგომაზე მთავრობის გადადგომას რა ლეგიტიმაციით ითხოვთ თქვე ,,გოუცრელი ჭადით გაზრდილებო"?! - ჯაბა ხუბუა ეშმაკთან რომ პირი შეკარი შენ, "ქართულო ოცნებავ", ეს ღუპავს ქვეყანას - ირმა ინაშვილი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.46
  • 2.84
  • 3.23
  • 0.04
  • 0.52
  • 1.45