საერთაშორისო ტურისტულ გამოფენას „კავკასია 2013“-ს „ექსპო ჯორჯია" უმასპინძლებს

შაბათი, 06 აპრილი, 2013 - 15:32

საგამოფენო ცენტრის „ექსპო ჯორჯიას“ მიერ 12-დან 14 აპრილამდე დაგეგმილ ნომერ მე-15 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენას „კავკასია 2013“, ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორანტი ნინო ჯერენაშვილი გამოეხმაურა.

მისი თქმით, აღნიშნული ფაქტით საქართველო აქცენტს აკეთებს შიდა ტურისტულ პოტენციალზე, რომელიც წარმოჩენილი იქნება სხვადასხვა კუთხით გამოფენაზე.

„რიგით მე-15 გამოფენა ხელს შეუწყობს ქართული ტურისტული პროდუქტის აქტიურად წარმოჩენას, ცნობადობას, როგორც საქართველოში მცხოვრები ადგილობრივი რეზიდენტებისათვის, ასევე უცხოელი მოქალაქეებისათვის. ტურისტული პროდუქტის პრომოუშენისთვისდა მისი საერთაშორისო ბაზარზე დამკვიდრებისათვის ეს ყოველივე აუცილებელია“ - განაცხადა ჯერენაშვილმა.

ამასთან, გამოფენას ხელმძღვანელობს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია. გამოფენაზე ადგილობრივ კერძო სექტორთან ერთად, წარმოდგენილი იქნებიან უცხოური კომპანიები: თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან, ტაილანდიდან, სომხეთიდან და არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან.

 

ნუგო სოტკილავა

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.69
  • 3.17
  • 3.57
  • 0.05
  • 0.69
  • 1.58