პრეზიდენტმა კანონს "საერთო სასამართლოების შესახებ" ვეტო უნდა დაადოს - ჩიორა თაქთაქიშვილი

შაბათი, 06 აპრილი, 2013 - 15:02

იმისთვის, რომ ჩვენ მივიღოთ ასოცირების შეთანხმება, სწორედ ამიტომ, ვფიქრობთ, პრეზიდენტმა აუცილებლად ვეტო უნდა დაადოს ამ კანონს, - ამის შესახებ უმცირესობის წარმომადგენელი ჩიორა თაქთაქიშვილი აცხადებს.

თაქთაქიშვილი აღნიშნავს, რომ გაფრთხილებების მიუხედავად, "ქართულმა ოცნებამ" კანონი მაინც მიიღო.

"მიუხედავად გაფრთხილებებისა, ქართულმა ოცნებამ მაინც მიიღო კანონი. პრეზიდენტი პასუხისმგებელია, რომ უზრუნველყოს საქართველოს დაახლოება ევროკავშირთან", - აცხადებს თაქთაქიშვილი.

მისი თქმით, პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ უნდა მოუწოდოს დაფიქრებისკენ და კეთილგონიერებისკენ "ქართულ ოცნებას", რომ საკუთარ პოლიტიკურ ამბიციებს არ ანაცვალონ ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივა.

ცნობისთვის, პარლამენტმა საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებები გუშინ მესამე მოსმენით დაამტკიცა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.47
  • 3.03
  • 3.43
  • 0.04
  • 0.65
  • 1.45