თურქეთი აჭარის მიერთებაზე სერიოზულად ფიქრობს - ნიკოლოზ მჟავანაძე

შაბათი, 06 აპრილი, 2013 - 15:03

"უფლებადამცველთა გაერთიანების’’ თავმჯდომარემ ნიკოლოზ მჟავანაძემ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ აჰმეთ დავუთოღლუს აჭარის თურქეთის შემადგენლობაში შესვლასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ბრიფინგი მიუძღვნა.

როგორც მჟავანაძე აცხადებს, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აჰმეთ დავუთოღლუმ რამდენიმე დღის წინ განცხადება გააკეთა, სადაც ახალი კავშირების დამყარებაზე საუბრობს სარაევოსა და დამასკოს, ბენღაზსა და ბათუმს შორის და ბათუმს ოსმალეთის იმპერიის ნაწილად მიიჩნევს.

უფლებადამცველის განცხადებით, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ამის გაკეთებას მშვიდობიანი გზებით აპირებს და არა ომით. 

"აშკარაა, რომ თურქეთს შორს მიმავალი გეგმები აქვს. თურქეთი ოსმალეთის იმპერიის შენებას იწყებს და სერიოზულად აპირებს აჭარის თურქეთისთვის მიერთებას ყოველგვარი ომისა და შეიარაღებული თავდასხმის გარეშე, რაშიც სამწუხაროდ წლებია სააკაშვილის ხელისუფლებაც უწყობდა ხელს", - აცხადებს ნიკოლოზ მჟავანაძე.

"უფლებადამცველთა გაერთიანების’’ თავმჯდომარე  მოუწოდებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს,  ახსნა-განმარტებები მოსთხოვოს თურქეთის სრულუფლებიან და საგანგებო ელჩს საგარეო უწყების ამ განცხადებაზე.’

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.71
  • 3.18
  • 3.58
  • 0.05
  • 0.68
  • 1.59