როგორ ვებრძოლოთ სტრიებს

ორშაბათი, 08 აპრილი, 2013 - 14:16

სტრიები ქალების ერთ-ერთ მთავარ პრობლემას წარმოადგენს. ის მეტად უხერხულ ადგილებში ჩნდება-თეძო, მკერდი, მუცელი, ზურგი, ხელი, და სხვა. მიზეზი მისი წარმოქმნის არის არაჯანსაღი ცხოვრების წესი და არასწორი კვება.

სტრიების ჩამოყალიბების თავიდან აცილების მიზნით (მაშინ, როდესაც მისი ჩამოყალიბების რისკი მაღალია) მიიღეთ A და E ვიტამინი, გამოიყენეთ აღნიშნული ვიტამინების შემცველი მალამოები და ლოსიონები, იკვებეთ მათი შემცველი საკვებით (თევზი, ზეთი, ბანანი). აბაზანის მიღების შემდეგ სასარგებლოა თვითმასაჟი პრობლემურ ადგილებზე E ვიტამინის შემცველი ლოსიონებით და მალამოებით. სტრიების განვითარებას ხელს უშლის ცხოვრების აქტიური წესი, ცურვა.

თუ თქვენ უკვე გაწუხებთ ეს პრობლემა, მაშინ საჭიროა გასაქრობი პროცედურების ჩატარება.

სტრიების საწინააღმდეგოდ გამოიყენება მეზოთერაპია – კოქტეილი ჰიალურონის მჟავის, ვიტამინებისა და კოლაგენისაგან.

სისხლძარღვების ლაზერული კოაგულაცია ვარდისფერ და წითელ სტრიებს პრაქტიკულად უხილავად გარდაქმნის.

1 ჭიქა შაქარი, 1 ჭიქა მარილი და 1/2 ჭიქა ზეთი კარგად აურიეთ. ეს ნარევი დაზიანებულ კანზე წაისვით, შემდეგ კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ და შეიზილეთ ტანის ნებისმიერი კრემი. პროცედურა ჩაიტარეთ ყოველდღე. ეს პროცედურა სტრიებს ამცირებს.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.71
  • 3.19
  • 3.59
  • 0.05
  • 0.68
  • 1.6