პროკურატურამ სამუშაოდ გამწესების მსურველი პირების მონაცემების მიღება დაიწყო

შაბათი, 06 აპრილი, 2013 - 13:33

საქართველოს მთავარი პროკურატურა აცხადებს პროკურატურის ორგანოებში სამუშაოდ გამწესების მსურველ პირთა განაცხადების (პირადი მონაცემები - СV) მიღებას შესაბამისი მონაცემთა ბაზის ფორმირების მიზნით.

პროკურატურის ორგანოებში სამუშაოდ გამწესების მსურველ პირთა მონაცემთა ბაზის ფორმირების მიზანია კადრების გადინების შემთხვევაში უზრუნველყოფილ იქნას მათი მაღალკვალიფიციური პერსონალით ჩანაცვლება და პროკურატურის სისტემის გამართული, შეუფერხებელი და სტაბილური მუშაობა. მონაცემთა ბაზა შედგება არაუმეტეს 100 პირისგან და საჭიროების შემთხვევაში ხორციელდება მისი განახლება.

პროკურატურის ორგანოებში სამუშაოდ გამწესების მსურველი პირები გაივლიან ტესტირებას ზოგად უნარებში, ასევე პროფესიულ ტესტირებას და გასაუბრებას. აღნიშნული ეტაპების წარმატებით გავლის შემთხვევაში მოხდება პირის განთავსება მონაცემთა ბაზაში. პროკურატურის ორგანოებში შესაბამისი ვაკანსიის არსებობის (წარმოშობის) შემთხვევაში, აღნიშნული მონაცემთა ბაზიდან მთავარ პროკურორს დანიშნად წარედგინება შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირები. 

პროკურატურაში სამუშაოდ გამწესების მსურველ პირთა მიმართ ძირითადი მოთხოვნებია:

1. უმაღლესი იურიდიული განათლება

2. ჩაბარებული საკვალიფიკაციო გამოცდა (პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა, მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდა ან ადვოკატთა ტესტირება)

3. იურიდიული სპეციალობით მუშაობის სტაჟი (მოსამართლედ, გამომძიებლად ან ადვოკატად მუშაობის არანაკლებ ერთი წლის გამოცდილება; ან სხვა იურიდიული სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 3 წლის სტაჟი)

დაინტერესებულმა პირებმა, მონაცემთა ბაზაში განთავსებისათვის აუცილებელი ტესტირების და გასაუბრების გავლის მიზნით, შესაბამისი CV უნდა გამოაგზავნონ 2013 წლის 05 აპრილიდან 2013 წლის 19 აპრილის ჩათვლით ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: hrprokuratura@justice.gov.ge. (სასურველია CV იყოს ფოტოსურათით და მასში დეტალურად იყოს მითითებული პირის კვალიფიკაციის, შრომითი საქმიანობისა და საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების შესახებ)

მონაცემთა ბაზაში განთავსების მსურველ პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს, ტესტირება ჩაუტარდებათ განაცხადის წარმოდგენიდან 4 კვირის ვადაში, ხოლო ტესტირებების წარმატებით გავლის შემთხვევაში გონივრულ ვადაში ჩაუტარდებათ გასაუბრება. ტესტირებისა და გასაუბრების ზუსტი თარიღის შესახებ მათ ეცნობებათ დამატებით.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.63
  • 3.09
  • 3.5
  • 0.04
  • 0.69
  • 1.55