ირაკლი ალასანიას ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს - გიგი კალანდაძე

შაბათი, 06 აპრილი, 2013 - 13:36

გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსის, გენერალ  გიორგი კალანდაძის განცხადებით, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ დაკავებამდე დაიბარა და ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ჩვენების მიცემა მოსთხოვა. ამის შესახებ კალანდაძემ "რუსთავი 2"-ის გადაცემა "პოზიციაში" საუბრისას განაცხადა.

კალანდაძის თქმით, ირაკლი ალასანიამ დაიბარა  მოულოდნელად, დაკავებამდე რამდენიმე ხნით ადრე და გამოძიებასათან თანამშრომლობა შესთავაზა, რაშიც, მისივე თქმით, ალასანია გულისხმობდა, რომ კალანდაძეს ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ უნდა მიეცა ჩვენება. რის შემდეგაც მას ბრალდებას მოუხსნიდნენ და მხოლოდ მოწმის სტატუსით წარსდგებოდა სასამართო პროცესზე.

„სამწუხაროდ, მე მინდა გითხრათ, რომ ირაკლი ალასანიას ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებს, დიახ, ეს მოხდა, სანამ შევიდოდი მე ოთახში სადაც ამხელა სიურპრიზი დამახვედრეს და დამაკავეს, ალასანიამ პირადად მითხრა, რომ „მეთანამშრომლა“ გამოძიებასთან", - განაცხადა კალანდაძემ.

კალანდაძემ ასევე აღნიშნა, რომ თვითონ არ იყო ერთადერთი სამხედრო მაღალჩინოსანი, რომელსაც მსგავსი რამ შესთავაზეს.

"ახალიას წინააღმდეგ ჩვენების მიცემა  არა მარტო მე მომთხოვა, ასევე პოლკოვნიკ კიკაბიძესაც, მას სხვისი პირით შეუთვალა. კიკაბიძეც ასევე იყო დაბარებული პროკურატურაში, ის იყო ამერიკაში სამხედრო წარმომადგენელი, საიდანაც ჩამოიყვანეს და უთხრეს პირდაპირ, რომ თუ ითანამშრომლებ ჩვეთან, არ იქნები ბრალდებული და გექნება მოწმის სტატუსი და ა.შ. კიკაბიძე ასახელებს გვარს პროკურორ ცაცუას, რომელმაც უთხრა მას, რომ თუ ასეთ ჩვენებას მისცემდა ჩვენს საწინააღმდეგოს, ის თავის სამსახურს დაუბრუნდებოდა ამერიკაში. ამ განცხადების შემდეგ კიკაბიძემ საჩივარი შეიტანა პროკურატურაში და ალბათ ეს საქმე გამოძიებაშიც შევა“,  - განაცხადა გიორგი კალანდაძემ.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.71
  • 3.19
  • 3.59
  • 0.05
  • 0.68
  • 1.6