საქართველოს პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით თურქეთში გაემგზავრა

შაბათი, 06 აპრილი, 2013 - 13:03

საქართველოს პრეზიდენტი 6-8 აპრილს სამუშაო ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკას ეწვევა. მიხეილ სააკაშვილი შეხვედრებს გამართავს თურქ კოლეგასთან აბდულა გიულთან და პრემიერ-მინისტრ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან.

პრემიერ-მინისტრი ერდოღანი საქართველოს პირველ პირს დოლმაბაღჩას სასახლეში უმასპინძლებს. თურქეთის პრეზიდენტთან შეხვედრა ჩანკაიას საპრეზიდენტო სასახლეში გაიმართება.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი ეთნიკურად ქართული წარმოშობის თურქ მოქალაქეებსაც შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.71
  • 3.19
  • 3.59
  • 0.05
  • 0.68
  • 1.6