„სმარტი“ ხარების დღესასწაულს თევზსა და ზღვის პროდუქტებზე სპეციალური ფასდაკლებით შეხვდება

შაბათი, 06 აპრილი, 2013 - 12:49

ხარების სადღესასწაულის აღსანიშნავად 5 და 6 აპრილს სუპერმარკეტი „სმარტი“ მომხმარებელს 300-ზე მეტი სახეობის თევზსა და ზღვის პროდუქტებზე დიდ ფასდაკლებას სთავაზობს. ხარება მართლმადიდებლური კალენდრით 7 აპრილს აღინიშნება.

„სმარტი“ ყოველთვის ცდილობს ერთგული მომხმარებელი ხელსაყრელი შეთავაზებებით გაანებივროს. ვფიქრობთ, ხარების დღესასწაულისათვის 300-ზე მეტი სახეობის თევზსა და ზღვის პროდუქტებზე - მიდიებზე, კრევეტებზე, კალმარებზე და რვაფეხებზე დიდი ფასდაკლება მიმზიდველი შეთავაზებაა. “, - აცხადებენ „სმარტში“.

„სმარტი“ გამორჩეულია ბაზარზე უმაღლესი ხარისხის პროდუქტის ფართო არჩევანითა და მომსახურების ევროპული სტანდარტებით. ვისოლ ჯგუფმა „სმარტის“ ქსელის განვითარება 2010 წელს დაიწყო. „სმარტის“ სუპერმარკეტები დღესდღეობით წარმატებით ფუნქციონირებს აღმაშენებლის ხეივნის მე-13 კილომეტრზე, რუსთაველის გამზირზე, ვაზისუბნის მეორე მიკრორაიონში, კახეთის გზატკეცილზე, გუდაურში, ახალციხეში, მარნეულში, ზუგდიდში, ყვარელსა და ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გორის მონაკვეთზე.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.71
  • 3.18
  • 3.58
  • 0.05
  • 0.68
  • 1.59