გურამ ოდიშარია სამუშაო ვიზიტით აჭარის რეგიონში გაემგზავრება

შაბათი, 06 აპრილი, 2013 - 10:43

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია, მინისტრის პირველი მოადგილე მარინე მიზანდარი, მოადგილე ბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკი და მინისტრის მრჩეველი გიორგი გეგეჭკორი სამუშაო ვიზიტით 6-9 აპრილს აჭარის რეგიონში გაემგზავრებიან.

6 აპრილს, 18:00 საათზე მინისტრი და მოადგილეები ბათუმის ხელოვნების ცენტრში დაეწრებიან პრემიერას; წარმოდგენილი იქნება გაეტანო დონიცეტის ოპერა „ლუჩია დი ლამერმური“.

7 აპრილს, 13:00, 15:00, 16:00 საათზე, მინისტრის მოადგილე ბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკი და მინისტრის მრჩეველი გიორგი გეგეჭკორი დაესწრებიან ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის მუსიკალური სკოლის თერთმეტწლედის მოსწავლეების, ბათუმის რევაზ ლაღიძის სახელობის სამუსიკო სკოლის მოსწავლეების და მელიტონ ბალანჩივაძის სახელოვნებო სამუსიკო სკოლის მოსწავლეების საანგარიშო კონცერტებს.

8 აპრილს, 16:00 საათზე, ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის მუსიკალური სკოლა თერთმეტწლედის დიდ დარბაზში, ბათუმისა და ხელვაჩაურის სამუსიკო სკოლების მოსწავლეებისათვის ტრიო „სემპრე“ - ლელა მჭედლიძე - ვიოლინო, თამარ ლიჩელი - ფორტეპიანო, ჰაიკ ბაბაიანი- ვიოლონჩელო, გამართავს კონცერტს და ჩაატარებს მასტერკლასს.

9 აპრილს, 14:00 საათზე ტრიო „სემპრე“ გამართავს კონცერტს და ჩაატარებს მასტერკლასს ქობულეთის რაიონის, ოთარ თაქთაქიშვილის სახელობის სახელოვნებო სამუსიკო სკოლის მოსწავლეებისათვის

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.7
  • 3.18
  • 3.57
  • 0.05
  • 0.7
  • 1.59