„პალდოზე“ მყოფი რეკრუტების ნაწილი სამინისტრომ ბაზიდან დაითხოვა

შაბათი, 06 აპრილი, 2013 - 12:33

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო რეკრუტების ნაწილის დათხოვნაზე განცხადებას ავრცელებს. სამინისტროს განცხადებით, „პალდოს“ ბაზაზე მყოფმა რეკრუტების ნაწილმა (60 რეკრუტი), რომლებიც ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ არ არიან სამხედრო მოსამსახურეები, წესდებით გათვალისწინებული პირობების შესრულებაზე უარი განაცხადა. შესაბამისად, ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება მათი ბაზიდან დათხოვნის შესახებ.

"საქართველოს შეიარაღებულ ძალებში საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურის 600 ვაკანტურ ადგილზე 4383 განაცხადი შემოვიდა. უპრეცენდენტოდ მაღალი კონკურსის გათვალისწინებით, საქართველოს შეიარაღებული ძალები არჩევს ღირსეულ მოქალაქეებს, რომლებმაც ჩვენი სამშობლო უნდა დაიცვან", - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.71
  • 3.18
  • 3.58
  • 0.05
  • 0.68
  • 1.59