სოზარ სუბარი პატიმარ პაპუნა კვარაცხელიას მამას შეხვდა

შაბათი, 06 აპრილი, 2013 - 12:18

სასჯელ-აღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი სოზარ სუბარი პატიმარ პაპუნა კვარაცხელიას მამას თამაზ კვარაცხელიას შეხვდა.

შეხვედრაზე მსჯავრდებულის მამამ მინისტრს დეტალურად გააცნო მისი წუხილი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით.

შეხვედრის დასრულების შემდეგ სოზარ სუბარმა აღნიშნა, რომ პატიმარი პაპუნა კვარაცხელია არის ყოფილი ხელისუფლების პირობებში სასჯელაღსრულების სისტემაში არსებული რეჟიმის მსხვერპლი. 1 ოქტომბრის შემდეგ მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის სამინისტრომ შესაძლებლობათა მაქსიმუმი გამოიყენა.

მიუხედავად გატარებული ღონისძიებებისა, პაპუნა კვარაცხელიას ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა და მას ესაჭიროება საზღვარგარეთ მკურნალობა, რისთვისაც აუცილებელია საპატიმროდან გათავისუფლება. სამწუხაროდ, სასჯელაღსრულების სამინისტროს არ გააჩნია მისი გათავისუფლების ბერკეტები, კერძოდ, მას არ ეკუთვნის პირობით ვადამდე გათავისუფლება, ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე არსებული დაავადებათა ჩამონათვალის მიხედვით ვერ აკმაყოფილებს უწყებათაშორისი კომისიის კრიტერიუმებს.

სასჯელისგან გათავისუფლების ერთადერთ გზად რჩება პრეზიდენტის შეწყალება.

აქედან გამომდინარე, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა სოზარ სუბარმა მიიღო გადაწყვეტილება პირადად უშუამდგომლოს პაპუნა კვარაცხელიას, რათა შეწყალების კომისიამ და პრეზიდენტმა დადებითი გადაწყვეტილება მიიღონ და პატიმარს თავად მიეცეს საშუალება იბრძოლოს საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3.11
  • 3.52
  • 0.04
  • 0.67
  • 1.5