თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების მიერ ორგანიზებული სემინარების სერია დაიწყო

პარასკევი, 05 აპრილი, 2013 - 22:31

 საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში გაიხსნა თავისუფალი და აგრარული უნივესიტეტების მიერ ორგანიზებული სემინარების სერია, რომელიც განათლების სამინისტროს არსებულ სისტემას მიეძღვნა.

პირველი სემინარი საქართველოში განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემას შეეხო. სემინარის ფარგლებში გაიმართა დისკუსია აკრედიტაციის არსებული სისტემის შესახებ, სადაც განიხილეს მისი ძლიერი და სუსტი მხარეები, ასევე სისტემის ეფექტურობის საკითხი.

სემინარის ფარგლებში ასევე შესაძლებელია ჯგუფის შექმნა,რომელიც საკანონმდებლო ცვლილებების მომზადებაზე იმუშავებს.

სემინარს ესწრებოდნენ აგრარული და თავისუფალი უნივერსიტეტის საბჭოს თავმჯდომარე კახა ბენდუქიძე, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის რექტორი ლაშა გოცირიძე და თავისუფალი უნივერსიტეტის პრორექტორი მარინა ქარჩავა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.69
  • 3.17
  • 3.57
  • 0.05
  • 0.69
  • 1.58