odnoklassniki-ის მომხმარებელი ამ დრომდე ფუნქციებით ვერ სარგებლობს

პარასკევი, 05 აპრილი, 2013 - 19:30

სოციალური ქსელი odnoklassniki.ru, რომელიც გუშინ საღამოს გაითიშა, დღესაც არ ფუნქციონირებს. მთავარ გვერდზე განთავსებული ბანერი, რომელიც  ვებ-გვერდის დროებით გათიშვას იუწყებოდა, დღეს მოხსნილია, თუმცა სოციალურ ქსელში შესული მომხმარებელი ფუნქციებით ამ დრომდე ვერ სარგებლობს.

დღეს სოციალური ქსელის ადმინისტრაცია მომხმარებელს ატყობინებს, რომ განყოფილებებში შეიძლება აღმოჩნდეს არასრული მონაცემები,  შეფერხება დროებითია და აღმოფხვრაზე მუშაობა მიმდინარეობს.

odnoklassniki ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საიტია ინტერნეტსივრცეში და მისი ყოველდღიური მომხმარებელი 39 მილიონზე მეტს შეადგენს.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.7
  • 3.18
  • 3.57
  • 0.05
  • 0.7
  • 1.59