პატიმარ პაპუნა კვარაცხელიას მამამ თავის დაწვა სცადა

პარასკევი, 05 აპრილი, 2013 - 18:54

პატიმარ პაპუნა კვარაცხელიას მამამ თამაზ კვარაცხელიამ სასჯელაღსრულების სამინისტროს შენობის  წინ თავის მოკვლა სცადა. მან ბენზინი გადაისხა,  თუმცა ცეცხლის მოკიდების საშუალება ადგილზე მობილიზებულმა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა არ მისცეს.

თამაზ კვარაცხელია შვილის პატიმრობიდან გათავისუფლებას ითხოვს. როგორც ის აცხადებს, მის შვილს წამების შედეგად თავზე სიმსივნე განუვითარდა. ასევე დაზიანებული აქვს ხერხემალი და საგრძნობლად დააკლდა მხედველობა. 

მისივე თქმით,  თუ მის მძიმედ ავადმყოფ შვილს არ გაათავისუფლებენ და მას არ მისცემენ მკურნალობის საშუალებას, ჩანაფიქრს სისრულეში მაინც მოიყვანს და კანცელარიის წინ ყელს გამოიჭრის.

 თამაზ კვარაცხელია მომხდარზე პასუხისმგებლობას პირადად მინისტრს სოზარ სუბარს აკისრებს.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.47
  • 3.04
  • 3.45
  • 0.04
  • 0.65
  • 1.46