მეცნიერები მალე ადამიანების სიზმრებს წაიკითხავენ

პარასკევი, 05 აპრილი, 2013 - 18:55

იაპონელმა სწავლულებმა განაცხადეს, რომ ახლო მომავალში ისინი ადამიანების სიზმრების წაკითხვას შეძლებენ. მეცნიერებმა ამ კუთხით რამდენიმე ექსპერიმენტი უკვე ჩაატარეს. 

მოხალისეები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ექსპერიმენტში, დაძინების შემდეგ მალევე გამოაფხიზლეს. მათ სთხოვეს აეღწერათ სიზმარი, რომელიც ნახეს,  შემდეგ მათი მონათხრობი შეადარეს ენცეფალოგრამას.

აღმოჩნდა, რომ ადამიანების მონაყოლი და ენცეფალოგრამის მონაცემები ერთმანეთს შეესაბამებოდა.

მეცნიერები ამბობენ, რომ მალე ისინი შეძლებენ  გაიგონ, თუ რას ხედავს ადამიანი სიზმარში, თუმცა არა კონკრეტულ საგნებს, არამედ მხოლოდ ზოგად თემებს გამოიცნობენ.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.7
  • 3.18
  • 3.57
  • 0.05
  • 0.7
  • 1.59