თბილისის მერია საგანგებო განცხადებას ავრცელებს

პარასკევი, 05 აპრილი, 2013 - 16:46

დედაქალაქის მერია პარლამენტის მიერ "ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილების შესახებ განცხადებას ავრცელებს, რომლის ტექსტსაც "ჯეონიუსი" უცვლელად გთავაზობთ: 

"საქართველოს პარლამენტის მიერ "ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელდა ცვლილება, რომლის მიხედვით 2013 წლის 1 ივნისიდან მშენებლობის ნებართვის დაჩქარებული წესით გაცემის შესაძლებლობა გამოირიცხა.

 დაჩქარებული მომსახურების სერვისი, თბილისის მერიაში სამშენებლო პროცესების წახალისებისა და კორუფციის აღმოფხვრის მიზნით, 4 წლის წინ დაინერგა. მშენებლობის ნებართვა, რომელიც 45 სამუშაო დღეში გაიცემა, დაჩქარებული წესით დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს 3 დღეში აიღოს. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ზემოაღნიშნული სერვისის დანერგვა მშენებლობით დაინტერესებული პირების მხრიდან მოთხოვნამ განაპირობა და ამ სერვისით მხოლოდ ბოლო ერთი წლის განმავლობაში 1700–მდე პირმა ისარგებლა. შესაბამისად, ცხადია, რომ საკანონმდებლო ცვლილებები სამშენებლო პროცესების შეფერხებას გამოიწვევს და მშენებლობის განხორციელების მსურველებისთვის ხელისშემშლელ გარემოებად იქცევა.

თბილისის მერია იმედოვნებს, რომ კანონი მიღებულ იქნა შესაბამისი ანალიზისა და ზემოაღნიშნული გარემოებების გაუთვალისწინებლად და აღნიშნული ცდომილება იქნება გამოსწორებული. შესაბამისად, თბილისის მერია საქართველოს პარლამენტს მიმართავს და წარუდგენს კანონპროექტს, რომლითაც ეს პრობლემა მოგვარდება", - აღნიშნულია თბილის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.79
  • 3.07
  • 0.04
  • 0.68
  • 1.4