ზურაბ ჩხეიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, დაიცვას ჯარიაშენის მოსახლეობის ინტერესები

პარასკევი, 05 აპრილი, 2013 - 16:31

შიდა ქართლის გუბერნატორის პირველი მოადგილე ზურაბ ჩხეიძე, ვითარების ადგილზე გაცნობის მიზნით, გორის რაიონის სოფელ ჯარიაშენში ჩავიდა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. ზურაბ ჩხეიძის განცხადებით, ე.წ ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას ხელისუფლება სათანადო ყურადღებაა არ აქცევს.

"რუსების აზრით, ჩვენ თურმე ახლა რუსეთის ტერტორიაზე ვიმყოფებით. აქ შარშან მიწის დამუშავება ჩვეულებრივად მიმდინარეობდა, წელს კი მოსახლეობას რუსმა სამხედრო პირებმა ადგილობრივ მოსახლეობას აუკრძალეს სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩატარება. ეს არის მიზანმიმართული ქმედება და ნაწილი იმ პროცესისა, რომელიც უკვე ერთი თვეა მიმდინარეობს ჩვენ რეგიონში, როდესაც სოფლები გაიყო, როდესაც ადამიანებს ეზოში მავთულხლართები გაუბეს, ახლა კი შეეზღუდათ ადამიანებს სასოფლო-სამეურნეო სავარგულებთან მისვლა. მე მინდა ხელისუფლებას მოვუწოდო, რომ უფრო აქტიურად ჩაერთოს ამ პროცესებში, რათა უფრო მეტად იყოს დაცული აქ მცხოვრები ადამიანების ინტერესები“, -  განაცხადა ზურაბ ჩეიძემ.

ოკუპირებული ტერიტორიის მოსაზღვრე სოფელ ჯარიაშენის მოსახლეობის განცხადებით, რუსმა მესაზღვრეებმა მათ მიწის დამუშავების საშუალება არ მისცეს და კუთვნილი მიწის ფართობების დატოვება მოსთხოვეს. საუბარია დაახლოებით 30 ჰექტარი მიწის ფართობზე, რომელიც ესაზღვრება ოსურ სოფელ არცევს.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.39