ჯაბა სამუშია ტაბიძის ქუჩის მოსახლეობას დახმარებას დაპირდა

პარასკევი, 05 აპრილი, 2013 - 16:23

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ჯაბა სამუშია გ. ტაბიძის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა. აღნიშნული ქუჩის მოსახლეობას უკვე რამდენიმე წელია აწუხებს მათ საცხოვრებელ ტერიტორიაზე შექმნილი მდგომარეობა, რომელიც მიმდებარედ გახსნილი კაფე-ბარების და რესტორნების მუშაობის შედეგად გამოწვეულ ხმაურს უკავშირდება.

საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” წევრის განცხადებით, ის აღნიშნულ პრობლემას საკრებულოს სხდომაზე დააყენებს, რათა მოსახლეობის პრობლემა მოგვარებულ იქნას.

“ნებისმიერი თვითმმართველობის მოვალეობაა ამ ტიპის საკითხების გადაჭრა. მოგეხსენებათ, რომ რომ ტაბიძის ქუჩაზე დიდი რაოდენობით განთავსდა კაფე-ბარები და რესტორნები, რაც რა თქმა უნდა, ძალიან კარგია ბიზნესის განვითარებისთვის, თუმცა არსებობს ნორმები, რომლის დაცვაც დედაქალაქის თვითმმართველობამ უნდა უზრუნველყოს. ამიტომ, ჩვენ საკრებულოს პირველივე სხდომაზე დავაყენებთ აღნიშნულ საკითხს და მოვითხოვთ დაიწყოს აღნუშნული ნორმების დარეგულირება ქალაქში. ამ პრობლემების მოგვარება თვითმმართველობის პირდაპირი მოვალეობაა”, - განაცხადა ჯაბა სამუშიამ.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3.11
  • 3.52
  • 0.04
  • 0.67
  • 1.5