ტოტალიზატორებში ფსონების დადება დაიწყეს ბრიტანეთის სამეფო კარის ახალი წევრის დაბადების დღის გამოსაცნობად

პარასკევი, 05 აპრილი, 2013 - 16:08

ბრიტანეთის ტოტალიტატორებში ყველაზე მაღალი ფსონები იდება ბრიტანეთის სამეფო კარის ახალი წევრის დაბადების დღის გამოსაცნობად. ტოტალიზატორები და მათი მომხმარებლები დაბადების თარიღად 15 ივლისს ვარაუდობენ. 

როგორც ბრიტანეთის მედია იტყობინება, პრინც უილიამის და ჰერცოგინია ქეითის შვილი ივლისის შუა რიცხვებში დაიბადება. ამის შესახებ მომავალმა დედამ დღეს თავად გნაცხადა.

„შვილის დაბადებას დაახლოებით ივლისის შუა რიცხვებში ველოდები, თუმცა ბავშვებს თავისი გეგმები აქვთ“, - თქვა მომავალმა დედამ. ქეითმა განაცხადა, რომ მათ უკვე შერჩეული აქვთ რამდენიმე სახელი ბავშვისთვის, თუმცა ასევე მიანიშნა, რომ მათ ჯერ არ იციან ბავშვის სქესი.

„ჩევნ გვაქვს პატარა სია ქალის და მამაკაცის სახელების, მაგრამ ეს ძალიან რთულია. ჩემი მეგობრები მიგზავნიან ტექსტურ შეტყობინებებს და მთავაზობენ სახელებს“, - თქვა კემბრიჯის ჰერცოგინიამ.

თუმცა, ერთი თვის წინ პრინც უილიამსის მეუღლემ გრიმსბში ერთ-ერთ შეხვედრაზე დათუნიის საჩუქრად მიღების დროს, უნებლიედ განაცხადა, რომ ის გოგონას ელოდება.

 

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.56
  • 3.1
  • 3.49
  • 0.05
  • 0.68
  • 1.51