პრეზიდენტმა, შესაძლოა, კიდევ ერთი ვეტო ოკუპირებული ტერტორიების შესახებ კანონპროექტს დაადოს

პარასკევი, 05 აპრილი, 2013 - 15:25

პრეზიდენტმა, შესაძლოა,  კიდევ ერთი ვეტო ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონპროექტს დაადოს. ამის შესახებ განცხადება საპარლამენტო უმცირესობამ გააკეთა. ოპოზიცია არ ეთანმება ოკუპირებული ტერიტორიის საზღვრის გადაკვეთისთვის დაწესებული სასჯელის შემსუბუქებას, რასაც კანონის ახალი რედაქცია გულისხმობს.

საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ისინი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონპროექტის განხილვისას შეეცდებიან დაარწმუნონ საპარლამენტო უმრავლესობა, რომ ეს კანონპროექტი არ იყოს მიღებული იმ რედაქცით, იმ ცვლილებებით და იმ სახით წარმოდგენილი, რომელიც ახლაა შესული პლენარულ სხდომაზე. უმცირესობის განცხადებით, თუ ეს ასე არ მოხდება, მაშინ ამ კანონზე არ იქნება პრეზიდენტის ხელმოწერა და ქვეყნის პირველი პირი კანონპროექტზე ვეტოს გამოიყენებს.

საპარლამენტო  უმრავლესობა არ ითვალისწინებს უმცირესობის მოსაზრებას. მათი განცხადებით, ამ ცვლილებებით კანონპროექტი უფრო სამართლიანი ხდება და თუ ამ კანონპროექტთან დაკავშირებით პრეზიდენტი ვეტოს გამოიყენებს, მაშინ მმართველი გუნდი მზად იქნება ვეტო დაძლიოს.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.45
  • 2.85
  • 3.2
  • 0.04
  • 0.51
  • 1.45