ფინანსთა მინისტრი სამხრეთ კორეულ ინვესტორთა ჯგუფს შეხვდა

პარასკევი, 05 აპრილი, 2013 - 14:33

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური სამხრეთ კორეელ ინვესტორთა ჯგუფს შეხვდა, რომლებიც საქართველოს არსებული საინვესტიციო გარემოს გასაცნობად ესტუმრნენ.  

დელეგაციაში, რომლებიც მთავრობისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან მართავენ შეხვედრებს, უმსხვილესი სამხრეთ კორეული კომპანიების წარმომადგენლები შედიან ენერგეტიკის, სამშენებლო, წარმოებისა და ფინანსური სექტორიდან, მათ შორის არიან Hyndai E&C, KDB - ის წარმომადგენლები.

როგორც ფინანსთა მინისტრმა შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, კორეელ ინვესტორებთან ნაყოფიერი შეხვედრა გაიმართა.

"მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო. კორეის მსხვილი საწარმოების ხელმძღვანელები სტუმრობენ და ეცნობიან ქართულ საინვესტიციო გარემოს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათ აქვთ კონკრეტული იდეები და, რაც ყველაზე მთავარია, აქვთ იმედები, რომ საქართველოში სერიოზული პროექტების განხორციელებას დაიწყებენ", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.

სამხრეთ კორეულ დელეგაციას საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო მასპინძლობს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.56
  • 3.03
  • 3.44
  • 0.04
  • 0.67
  • 1.51