სერჟანტთა უმაღლესი საკარიერო კურსი 26-მა სამხედრომ გაიარა

პარასკევი, 05 აპრილი, 2013 - 15:22

სერჟანტთა უმაღლესი კატეგორიის სამხედრო მოსამსახურეებმა უფროს სერჟანტთა უმაღლესი კურსი დაასრულეს. სწავლება საგურამოს ბაზაზე 21 იანვარს დაიწყო. უმაღლესი საკარიერო კურსი 26-მა სამხედრომ გაიარა.

მასში საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფის ბატალიონისა და ასეულის დონის სერჟანტები, ასევე ინსტრუქტორები მონაწილეობდნენ. თერთმეტკვირიანი სასწავლო პროგრამის ფარგლებში, სამხედრო მოსამსახურეებს თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობები ჩაუტარდათ. მათ ქვედანაყოფის მართვა, თავდაცვით და თავდასხმით ოპერაციებზე ოპერატიული ბრძანების მომზადება და გაცემა, ასევე საბრძოლო მომზადების ორგანიზება შეისწავლეს. სერჟანტებმა ლიდერობის უნარ-ჩვევებიც აითვისეს.

წარჩინებულ სერჟანტებს სერთიფიკატები საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ ქაროსანიძემ და გაერთიანებული შტაბის უფროსმა, პოლკოვნიკმა ირაკლი ძნელაძემ გადასცეს. უფროს სერჟანტთა კურსის II გამოშვების საზეიმო ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა ბროლაძე და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის წარმომადგენლები დაესწრნენ. კურსის დასრულება სამხედრო მოსამსახურეებს საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარმა სერჟანტმა ალუდა კოპალიანმა მიულოცა და შეიარაღებული ძალებისთვის სერჟანტთა კორპუსის მნიშვნელობაზე ესაუბრა.

დღეიდან უფროს სერჟანტთა საკარიერო კურსის II გამოშვების კურსდამთავრებულები ქვედანაყოფებში დაბრუნდებიან და საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურს გააგრძელებენ.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.53
  • 3.11
  • 3.52
  • 0.04
  • 0.67
  • 1.49