თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტები განათლების არსებული სისტემის შესახებ დღეს სემინარს გამართავენ

პარასკევი, 05 აპრილი, 2013 - 15:06

 თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების მიერ ორგანიზებული სემინარი, რომელიც განათლების არსებულ სისტემას მიეძღვნება, დღეს, 17:00 საათზე, აგრარული უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში გაიხსნება.

სემინარი, საქართველოში განათლების ხარისხის უზრონველყოფის სისტემას შეეხება. სემინარის ფარგლებში გაიმართება დისკუსია ავტორიზაცია/აკრედიტაციის არსებული სისტემის შესახებ; განიხილავენ მის ძლიერ და სუსტ მხარეებსა და სისტემის ეფექტიანობის საკითხს; იმსჯელებენ არსებობს თუ არა ხარისხის უზრუნველყოფისა და განვითარების ალტერნატიული სისტემა.

ჩამოთვლილი საკითხები განხილული იქნება აგრარული უნივერსიტეტის გამოცდილების კონტექსტში. მონაწილეთა ინტერესის შემთხვევაში, სემინარების ფარგლებში შესაძლებელია ჯგუფის შექმნა, რომელიც საკანონმდებლო ცვლილებების მომზადებაზე იმუშავებს.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.92
  • 3.28
  • 0.04
  • 0.67
  • 1.46