პრემიერის პრესსამსახური ბიძინა ივანიშვილის აქტივებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

პარასკევი, 05 აპრილი, 2013 - 14:49

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის პრესსამსახური  ივანიშვილსა და ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულებზე რეგისტრირებულ ერთ-ერთ კომპანიას შორის არსებული საქმიანი კავშირის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციის საპასუხოდ განცხადებას ავრცელებს:

"საქართველოს მთავრობისთვის ცნობილია გარკვეული ვარაუდები იმის შესახებ, რომ ბიძინა ივანიშვილსა და ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულებზე რეგისტრირებულ ერთ-ერთ კომპანიას შორის წარსულში არსებობდა საქმიანი კავშირი. საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვალდებულია, განაცხადოს მის საკუთრებაში არსებული ყველა აქტივის შესახებ. ბიძინა ივანიშვილმა არა ერთხელ განაცხადა, რომ გამჭვირვალობის მაქსიმალურად უზრუნველყოფისათვის, მტკიცედ დაიცავს კანონის ყველა მოთხოვნას და საჯაროს გახდის საკუთარ ფინანსებთან დაკავშირებულ ინფორმაციას.

2011-2012 წლების საანგარიშო პერიოდში ბიძინა ივანიშვილი, როგორც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი და შემდგომში პრემიერ-მინისტრი, არ ფლობდა არანაირ წილს ზემოაღნიშნულ კომპანიაში. ამდენად, იგი არ იყო ვალდებული ეს განეცხადებინა დეკლარაციაში. ხოლო, რაც შეეხება მის საკუთრებაში არსებულ ამჟამინდელ აქტივებს, ეს ინფორმაცია კანონის სრული დაცვით გაცხადებული აქვს დეკლარაციაში", - ნათქვამია პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.46
  • 3.06
  • 3.46
  • 0.04
  • 0.66
  • 1.45