"ლეიბორისტული პარტიის" კანდიდატი გიორგი გუგავა თამარ კორძაიას ტელედებატებში იწვევს

პარასკევი, 05 აპრილი, 2013 - 14:49

"ლეიბორისტული პარტიის" პოლიტიკური მდივანი გიორგი გუგავა "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს ნაძალადევის რაიონში თამარ კორძაიას ტელედებატებში იწვევს. როგორც გუგავა აცხადებს,  "ქართული ოცნების" კანდიდატთან კითხვები შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით აქვს:

- უჭერს თუ არა მხარს ივანიშვილი – სააკაშვილის კოჰაბიტაციურ თანამშრომლობას;

- კვლავინდებურად ეთანხმება თუ არა რეგიონალური ენების დაკანონებასა და “თურქი მესხების” ჩამოსახლებას საქართველოში;

- ეწინააღმდეგება თუ არა უცხოელებზე ქართული მიწების მასობრივ გასხვისებას;

- ისევ ლობირებს თუ არა ერთსქესიანთა დაქორწინებას საქართველოში;

- დაბოლოს, რამდენი ათასი დოლარი გრანტი აქვს აღებული წლების მანძილზე ანტიეროვნული თემების ლობირებაში.

გუგავა იმედს გამოთქვამს, რომ  წინა ხელისუფლების მსგავსად, მმართველი პარტიის კანდიდატი არ გაექცევა ამ დებატებს და პასუხს გასცემს ქვეყნისათვის საჭირბოროტო კითხვებს.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.79
  • 3.07
  • 0.04
  • 0.68
  • 1.4