რაბათის კომპლექსზე განხორციელებული სარესტავრაციო სამუშაოების განხილვას ივანე მერაბიშვილიც დაესწრება

პარასკევი, 05 აპრილი, 2013 - 12:44

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში დღეს, 14.00 საათზე, გაიმართება მრგვალი მაგიდა, რომელიც მიეძღვნება რაბათის ციხის კომპლექსზე განხორციელებული სარესტავრაციო სამუშაოების განხილვას.

მრგვალი მაგიდის მიზანია, საზოგადოებას ამცნოს ახალციხის რაბათის დღევანდელი მდგომარეობა; მონაწილეებსა და მედიის წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ გაეცნონ ამ კომპლექსურ, ეროვნული კატეგორიის მქონე ძეგლზე ჩატარებული სამშენებლო და სარეაბილიტაციო პროცესების შედეგებს. ასევე პასუხი გაეცემა მასმედიით ამ დღეებში გავრცელებულ არაერთ შეკითხვას.

მრგვალ მაგიდას დაესწრებიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია, მინისტრის პირველი მოადგილე მარინე მიზანდარი, მინისტრის მოადგილეები, ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი ივანე მერაბიშვილი და ექსპერტები.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.94
  • 3.27
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46