ჩეჩნეთის დედაქალაქში ხანძრის შედეგად ერთ-ერთი ცათამბჯენი დაიწვა

პარასკევი, 05 აპრილი, 2013 - 14:38

ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოში "გროზნო-სიტის" ერთ-ერთ ცათამბჯენს ცეცხლი გაუჩნდა. პოლიციის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. შენობა დროულად დატოვა მოსახლეობამ.

გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი ბოლო სართულზე გაჩნდა. ხანძარმა დაახლოები 250 კვადრატული ფართობი მოიცვა, შენობის ფასადის ნახევარი კი მთლიანად განადგურებულია.

ხანძრის ჩაქრობას 300-ზე მეტი მეხანძრე ცდილობდა. მეხანძრეების განცხადებით, ცეცხლი შენობას სწრაფად მოედო. მათ დასახმარებლად ვერტმფრენებიც კი გააგზავნეს.

ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე ჯერ არ საუბრობენ.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.92
  • 3.28
  • 0.04
  • 0.67
  • 1.46