სტუდენტები 19 აპრილის აქციას უერთდებიან

პარასკევი, 05 აპრილი, 2013 - 14:36

სტუდენტები 19 აპრილის აქციას უერთდებიან - ამის შესახებ განცხადება "პრაიმტაიმის" პრესკლუბში შვიდი სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის წარმომადგენლებმა გააკეთეს.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიას უნივერსიტეტის, აგრარული და თავისუფალი უნივერსიტეტების, ქართულ-ამერიკული და სოხუმის უნივერსიტეტების სტუდენტების ნაწილი "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაგეგმილ 19 აპრილის აქციას უერთდება.

სტუდენტების განცხადებით, ისინი მხარს უჭერენ საქართველოს დასავლურ კურსს და ევროპაში ინტეგრაციას.

"ჩვენ, 7 უნივერსიტეტის წარმომადგენლები, ვუერთდებით 19 აპრილის მოძრაობას, რადგანაც მივიჩნევთ, რომ ჩვენი ქვეყნისთვის მთავარია დასავლური ორიენტაცია", - აცხადებენ სტუდენტები.

ასვე სტუდენტები მოუწოდებენ სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს, შეუერთდნენ აქციას და ერთად იბრძოლონ საქართველოს მომავალისათვის.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.8
  • 3.07
  • 0.04
  • 0.68
  • 1.39