ხე-ტყის უკანონო ჭრისა და დამზადების ფაქტზე ერთი პიროვნება დააკავეს

პარასკევი, 05 აპრილი, 2013 - 13:58

ხე–ტყის უკანონო ჭრისა და დამზადების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სამხარეო მთავარი სამმართველოს ბორჯომის რაიონული პოლიციის თანამშრომლებმა, სოფელ ახალდაბაში მცხოვრები, 1969 წელს დაბადებული ჯუმბერ ა. დააკავეს.

როგორც, უწყებაში განმარტავენ, სამართალდამცველებმა დაკავებულის სატვირთო ავტომანქანიდან 14 კუბური მეტრი დამუშავებული ხის მასალა ამოიღეს.

გამოძიება სსსკ-ის 303-ე მუხლის (ხე–ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვა) 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.93
  • 3.28
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46