ოკუპირებული ცხინვალის დე-ფაქტო წარმომადგენლების მიერ დაკავებული 6 მოქალაქე განთავისუფლდა

პარასკევი, 05 აპრილი, 2013 - 13:51

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო წარმომადგენლების მიერ დაკავებული მოქალაქეები გაათავისუფლა. როგორც უწყებაში განმარტავენ, შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტისა და შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს მიერ, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე–ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ინტენსიური მოლაპარაკების შედეგად, უკანონოდ დაკავებული 6 მოქალაქე გათავისუფლდა.

რუსმა სამხედროებმა, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე. წ. ადმინისტრაციული საზღვრის „უკანონო კვეთის“ ბრალდებით, დუშეთის რაიონის მცხოვრები მალხაზ ტიტველაშვილი და კასპის რაიონის სოფელ ლამისყანის მცხოვრები გივი ილურიძე 2012 წლის 19 სექტემბერს სოფელ ოძისის ტყეში დააკავეს. მიმდინარე წლის 9 მარტს, ოკუპაციის ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე, დასახლება მაქსისუბანში მცხოვრები ვახტანგ ბალიაშვილი და დავით ვათიაშვილი ოსური მილიციის თანამშრომლებმა დააკავეს და ჯერ არცევში გადაიყვანეს, ხოლო შემდეგ ცხინვალის იზოლატორში მოათავსეს. სოფელ ტბეთში, საკუთარ ხეხილის ბაღში სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისთვის მიმავალი, საჩხერის რაიონის სოფელ ორღულში მცხოვრები რამაზ ბახტურიძე და მისი მეუღლე მაია ბახტურიძე კი მიმდინარე წლის 30 მარტს ჯავის რაიონის სოფელ ქარძმანის ტერიტორიაზე დააკავეს.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ტყუპების შემდეგ კიდევ ერთი შვილი - ირინა სარიშვილის ემოციური პოსტი სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41