7-სართულიანი, დაუმთავრებელი სახლის ჩამონგრევას 34 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 9 ბავშვია

პარასკევი, 05 აპრილი, 2013 - 13:39

სულ ცოტა 34 ადამიანი დაიღუპა და 57 დაშავდა 7-სართულიანი, დაუმთავრებელი სახლის ჩამონგრევის შედეგად. გარდაცვლილთა შორის 9 ბავშვია.  სავარაუდოდ, მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ნანგრევებში გაცილებით მეტი ადამიანია მოყოლილი. 

 ინდოეთის ქალაქ მუმბაის სიახლოვეს, შენობა. რომელიც ჯერ ექსპლუატაციაში არ იყო შესული, ქვედა ოთხ სართულზე ოჯახები უკვე ცხოვრობდა.

 გავრცელებული ინფორმაციით, სახლის ჩამონგრევა უხარისხო მასალებით შენებამ გამოიწვია,  შენობების ჩამონგრევა კი  ინდოეთში არცთუ იშვიათად ხდება. 

გასული წლის სექტემბერში შენობის ჩამონგრევას ექვსი ადამიანი, ხოლო დეკემბერს 13 მაცხოვრებლები ემსხვერპლა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.93
  • 3.28
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46