პარლამეტი დღეს ორ საკანონმდებლო ცვლილებას განიხილავს

პარასკევი, 05 აპრილი, 2013 - 12:55

დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონსა და საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს განიხილავენ.

 დეპუტატები დღესვე პირველი მოსმენით განიხილავენ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონს. ოპოზიცია აცხადებს, რომ სავარაუდოდ ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს, ისინი თვლიან, რომ კანონის მიღება პოზიციების დათმობას ნიშნავს, მათ კანონის მომზადების არც ერთ ეტაპზე  მონაწილეობა არ მიუღიათ.

მმართველი გუნდის განმარტებით, მთავრობა ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში სისხლის სამართლის პოლიტიკის ლიბერალიზაციას ახდენს. მეორე მოსმენაზე სწორედ იმიტომ დააბრუნეს ეს კანონი, რომ მასში შესულიყო ცვლილებები.

უმრავლესობა ამ კანონში  ვერ ხედავეს ვერაფერს საგანგაშოს და მიიჩნევს, რომ ეს არის სასამართლო პოლიტიკის ლიბერალიზაცია იმ პირებთან მიმართებაში, რომლებიც უბრალოდ არ არიან ინფორმირებულები, რომ არსებობს მსგავსი კანონი და გამოდის, რომ უკანონოდ კვეთენ საზღვარს, რის გამოც ისინი ციხეში ხვდებიან.

უმცირესობის განცხადებით, უმრავლესობა ცდილობს, რომ მსგავსი შემთხვევები გახადონ ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, რომელზეც დაწესდება ჯარიმა, რასაც უმცირესობა მხარს არ დაუჭერს.

რაც შეეხება იუსტიციის საბჭოს დაკომპლექტების წესს, უმცირესობა  არ გამორიცხავს. რომ პრეზიდენტი საერთო სასამართლოების ორგანულ კანონთან დაკავშირებით ვეტოს უფლებას გამოიყენებს. თუმცა უმრავლესობას ვეტოს დაძლევის იმედი აქვს. 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.79
  • 3.07
  • 0.04
  • 0.68
  • 1.4